გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ამ დრომდე 431 მოქალაქეს მოემსახურა

ივნისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2016 წლიდნ დღემდე გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროს განცხადებით მიმართა 231-მა მოქალაქემ. ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია კი 200 ადამიანის გაეწია - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო ,,მოზაიკას“ დეპუტატის ბიუროდან მიაწოდეს. მიღებული წერილის მიხედვით, 2017-2018 წლებში, დეპუტატის ინიციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევით 550-მა პაციენტმა ისარგებლა.

,,ბიურომ განიხილა მოქალაქეთა წერილები და საჩივრები, განცხადებაში დასმული საკითხის ირგვლივ მოამზადა შესაბამისი დასკვნები და წინადადებები, რითიც მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ბიუროს მომართა 231-მა მოქალაქემ, ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია გაეწია 200 ადამიანს, შესაბამის სამსახურებს ბიურომ 151 წერილით მიმართა. ჩვენს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის სპორტის სამსახურებთან, სპორტული ღონისძიებების ორგანიზაციების მინით“, - წერია დეპუტატის ბიუროს მიერ მოწოდებულ წერილში

Read 859 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი