გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა კვლავ ვერ დაამტკიცეს

ივნისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად საკრებულოში გაიმართა დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი ოთხი საკონკურსო პროექტი.

ვერცერთმა საკონკურსო პროექტმა ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო მოთხოვნები, ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მანამდე არსებული სიმბოლოების შესახებ და გადაწყვიტეს რომ მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს 2015 წლის 9 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #48 დადგენილებით ,,გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სიმბოლოები. 


ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის პროექტი შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

Read 813 times Last modified on Last modified on ივნისი 14 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი