Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 ივნისი 2018 13:35

"მოზაიკა“ ახალგაზრდებს მედიატურში იწვევს

Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ სოციალური მედიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მედიატურს გეგმავს. ტურში მონაწილეობა 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

მედიატურის ფარგლებში შევარჩევთ 15 ახალგაზრდას, რომლებიც ბიისში, მდინარე ტანას ხეობაში დაესწრებიან 4-საათიან ვორქშოპს თემაზე: სამოქალაქო ჟურნალისტიკა, როგორც აქტივიზმი.

ტურში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ 25 ივნისამდე, შემდეგ მისამართზე; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ტური მოეწყობა 10 ივლისამდე, არასამუშაო დღეს.

მედიატურს რადიო "მოზაიკა" აწყობს საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) მიერ დაფინანსებული პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში.

"მოზაიკა" არის პირველი სათემო რადიო გორში. მისი მიზანია თემში დემოკრატიული ღირებულებების დაგენრგვა და სათემო კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

Read 1617 times Last modified on პარასკევი, 15 ივნისი 2018 14:31