ენმ: ორ კვირაში ,,გარანტიის სერტიფიკატი" 150-მდე მოქალაქემ შეავსო

ივნისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

30 მაისიდან დღემდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისს საგარანტიო სერტიფიკატის შესავსებად 100-დან 150-მდე მოქალაქემ მიმართა - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას" პარტიის წარმომადგენელმა კახა ლობჟანიძემ მიაწოდა.

მისი განმარტებით, ორი კვირის წინ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ბასიშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებს გამოხმაურება მალევე მოჰყვა და მოქალაქეები ოფისს აქტიურად მიმართავენ. კახა ლობჟანიძის ინფორმაციით, საბანკო სისტემით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად ადგილზე სპეციალურად შექმნილი იურიდიულ-ეკონომიკური ჯგუფი იმუშავებს.

,,მოქალაქეებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს, მოგვამრთავენ ოფისში და ავსებენ აპლიკაციას, რაც არის იმის გარანტი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ ექნებათ მხარდაჭერა ბანკებთან არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ დროისთვის 150-მდე მოქალაქემ უკვე შეავსო გარანტიის სერტიფიკატი, რომელზეც დატანებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელმოწერა, თუმცა ეს ფურცლები ჩვენ აქ ოფისში არ გვაქვს. ის დოკუმენტის სახით, თითოეულ იმ მოქალაქეს აქვს წაღებული, რომლებიც ჩვენგან მირებული დანაპირების შესრულებას ელოდებიან", - აცხადებს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგეენელი  კახა ლობჟანიძე.

Read 989 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი