"სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით, მერის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

ივნისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს ოთხ-დღიანი ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგი სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი", პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობს და 18 ივნისს სრულდება.

ტრენინგის მიზანია, იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გორში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი (პოლონეთი), ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა“ და ფონდი "სხვა სივრცის" პარტნიორობით.

ტრენინგს უძღვება გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი - ვიტეკ ხებანოვსკი (ფონდი სხვა სივრცე, პოლონეთი) და პოლინა ვეტროვა (არქიტექტორი, დამფუძნებელი ასოციაციისა «Гадяч дружній»- მეგრობრული გადიაჩი).

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები.
ადგილობრივი თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს.

პროგრამის განხორციელება ქალაქ გორში 2016 წელს დაიწყო. მერის წარმომადგენლების დახმარებით, მოქალაქეებმა თვითონ დაგეგმეს მათ უბნებში 2017 და 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები. მიმდინარე წელს, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს პროგრამის ფარგლებში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ინიცირებას.

Read 577 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი