გორში სპექტაკლის "დემონები" შესახებ კამათი გრძელდება
მეორე დღეა, გორში სპექტლის "დემონები" შესახებ კამათობენ.
სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლით „დემონებით“ დაიხურა გორში კომედიის ფესტივალი. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის აღნიშნული სპექტაკლი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის, ვინც პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ.
“იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს, მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ,” – უთხრა გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.
თეატრის, მსახიობების, რეჟისორის და ფესტივალის ორგანიზატორების კრიტიკა, მეორე დღეა, გრძელდება სოციალურ ქსელში.
საზოგადობის ნაწილისთვის სპექტაკლის და ფესტივალის კრიტიკა, მორალის სახელით, გაუგებარია.
სპეტაკლის შესახებ:
შვედი დრამატურის, ლარა ნურენის "დემონები" არის შავი იუმორით გაჟერებული დრამა.
ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, მის ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.
Latest from რადიო მოზაიკა
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
- სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა