mukilurji640X90

ასლან ჯიოევმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა დატოვა

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი – ასლან ჯიოევი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოდან გაწერეს. ქართულ კლინიკაში ის დახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. 


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკიდან 3 დღის წინ, „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მას საქართველოში მეუღლეც ახლდა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა, საკუთარი სურვილით, ჯიოევმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა დატოვა.


,,წითელი ჯვრის“ მეშვეობით ქართულ სამედიცინო დაწესებულებაში ახალგორის ე.წ. ხელმძღვანელის დაცვის უფროსი, ასლან ჯიოევი დაახლეობით ორი კვირის წინ მოათავსეს. 


არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ის მთვრალი მართავდა, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. 
ის თავის ქალის ფუძის მოტეხილობთან ერთად, სხეულზე სხვადასხვა დაზიანებით, ღუდუშაურის კლინიკაში "წითელი ჯვრის" მანქანით გადმოიყვანეს. 
ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმების განმარტებით, პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, მკურნალობას რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობდა.


ასლან ჯიოევზე სხვადასხვა ინფორმაცია -  ვრცელდებოდა. ერთი ვერსიით, ის ფილიპ ხაჩიროვის მცველად ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დანიშნეს, თუმცა ქართველი ტყვეების საქმეში ადრეც ფიგურირებდა, პირადად მონაწილეობდა 2008 წელს ქართველი ტყვეების წამებაში.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. ნაწილის აზრით, ამ ადამიანს სულ მცირე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებოდა არჩილს ტატუნაშვილის წამებით სიკვდილზე. 


"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიუხედავად იმისა, ის ახლა სად ცხოვრობს და რა დროებითი რეალობაც გვაქვს, ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. სახელმწიფოში მოქმედი სისხლის სამართლის თანახმად, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული ან თანამონაწილეა, უნდა დაისაჯოს და როგორც ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ, პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას. ამ შემთხვევაში, არც ერთ საერთაშორისო საზოგადოებას, "წითელი ჯვარი" იქნება თუ სხვა, ჩარევის უფლება არა აქვს“, - წერენ სოციალურ ქსელში.

სამედიცინო მკურნალობის დასრულების შედეგად, ჯიოევი სხვა ოთხ პაციენტთან ერთად ისევ ,,წითელი ჯვრის“ მეშვეობით თბილისიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

"ეს ადამიანი "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციამ გადმოიყვანა და პაციენტის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. მტერიც რომ ყოფილიყო, ქართულ მხარეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მით უფრო, რომ ახლანდელი ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია კონფლიქტურ რეგიონებსა და იქაურ მოსახლეობასთან დიალოგის შენარჩუნებაა”, - წერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

Read 1778 times Last modified on Last modified on ივნისი 18 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი