სუს-ი : ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე EUMM ინფორმირებულია

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გუშინ გაიტაცეს. მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

Read 774 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი