Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 18 ივნისი 2018 12:23

გორელი კიკბოქსიორი გოგონა ესპანეთში იასპარეზებს

Rate this item
(0 votes)

გორელი მარიამ ტატუნაშვილი 23 ივნისს ესპანეთში გასამართ კიკბოქსინგის პროფესიონალურ სარეიტინგო ბრძოლაში იასპარეზებს.

მარიამ ტატუნაშვილი მადრიდში 21 ივნისს გაემგზავრება. 6 რაუნდიან ორთაბრძოლებში კი, 23 ივნისიდან ჩაერთვება. ის ერთადერთი კიკბოქსიორია, რომელიც გორიდან პროფესიონალურ სარეიტინგო ბრძოლაში ჩაერთვება.


,,თავს არ ვზოგავ, რომ საკუთარი უპირატესობა დავამტკიცო ურთულეს ორთაბრძოლებში. ვფიქრობ, კარგად ვარ მომზადებული და სასურველ შედეგს მივაღწევ. 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიასპარეზებ და დიდი იმედი მაქვს, გამიმართლებს“, - გვითხრა მარიამ ტატუნაშვილმა.

Read 3930 times Last modified on ორშაბათი, 18 ივნისი 2018 18:01