ახალგაზრდებმა კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალგაზრდებმა კონფლიქტების დარეგულირების გზები და მეთოდები განიხილეს.

15-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები სიმულაციური თამაშებით ცდილობდნენ კონფლიქტების არსში გარკვევას და მათი გადაჭრის შესაძლებლობების ძიებას. 

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე კონფლიქტის საფუძვლებს განიხილავდნენ და მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევის მეთოდებზე მსჯელობდნენ. საინფორმაციო სახის შეხვედრას ,,ქართლოსის" ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ერთი-ერთი წარმომადგენლის ილონა ღოღაძის თქმით, შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 


„ჩვენ ვისაუბრეთ მედიაციაზე, როგორ შეიძლება კონფლიქტის გადასაჭრელად ამ მეთოდის გამოყენება. ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სიმულაციური თამაშებით,სადაც თავად უწევდათ როლების მორგება და არგუმენტების დასაბუთება ამა თუ იმ მხარის პოზიციის გასამყარებლად", - ამბობს ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენელი ილონა ღოღაძე.


შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებმა სხვადასხვა სიმულაციური თამაში შეასრულეს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება მედიატორის საშუალებით. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, მსგავსი სახის ტრენინგები თემში მცხოვრები ახალგაზრდების მეტად ინფორმირებისთვის ხშირად უნდა იმართებოდეს. 


„ჩემი აზრით, ასეთი აქტივობები ხშირად უნდა იმართებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენს თემში ასეთი თემების განხილვაში ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი. ამის მიზეზი არის ის, რომ სოფლებში მსგავსი სახის შეხვედრები იშვიათად, ან საერთოდ არ ტარდება.“ 


„ძალიან მომეწონა ამ თამაშებში ჩართვა. ჩემი დავალება იყო, რომ ორი დაპირისპირებული მხარე შემერიგებინა და ის მეთოდები, რომლებიც აქ განვიხილეთ. ვფიქრობ, სკოლაშიც გამოვიყენებ და თანატოლებს კონფლიქტის მოგვარებაში დამეხმარება“, - გვითხრეს ახალგაზრდებმა.


აღნიშნული შეხვედრა პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ორგანიზატორთა განმარტებით, აგვისტოს ბოლომდე პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

Read 1113 times Last modified on Last modified on ივნისი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი