დევნილი მოსწავლეები ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობენ

ივნისი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსი „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად.“

,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” პროგრამის ფარგლებში გამართულ შესარჩევ კონკურში დევნილი მოზარდები მონაწილეობენ.

გამარჯვების მოპოვებას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ცდილობენ, რომლებსაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 10 ქულა. კონკურსი ტარდება ინგლისურ ენაში წერითი გამოცდის სახით.

ინგლისური ენის ტესტის შეფასებას ახორციელებს ამერიკელი მოხალისე ჩელსი ბოიდი, რომელიც მოღვაწეობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „უკეთესი მომავლისთვის“.

ღონისძიების მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“. გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

Read 587 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი