მერის წარმომადგენლებისთვის "სამოქალაქო ბიუჯეტის" შესახებ ტრენინგი დასრულდა

ივნისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ინიცირებას.

მუნიციპალიტეტში პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს ოთხ დღიანი ტრენინგი დასრულდა.
ტრენინგის მიზანი იყო იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში.

სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი", პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში"-ს ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი - ვიტეკ ხებანოვსკი (ფონდი სხვა სივრცე, პოლონეთი) და პოლინა ვეტროვა (არქიტექტორი, დამფუძნებელი ასოციაციისა «Гадяч дружній»- მეგრობრული გადიაჩი).

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი (პოლონეთი), ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა“ და ფონდი "სხვა სივრცის" პარტნიორობით.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები.

ადგილობრივი თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის განხორციელება ქალაქ გორში 2016 წელს დაიწყო. მერის წარმომადგენლების დახმარებით, მოქალაქეებმა თვითონ დაგეგმეს მათ უბნებში 2017 და 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები.

Read 732 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი