ახალუბნიდან გატაცებული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მკვიდრი, 58 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი გაათავისუფლეს.
პეტრემღვდლიშვილი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.
მიხეილ პეტრემღვდლიშვილი ჯარიმის, 2500 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ წუთისათვის ის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება
ახალუბნის მკვიდრი 16 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. თანასოფლელების განცხადებით, დაკავების დროს პეტრემღვდლიშვილი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.