მაკრახიძის კომპანიაში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ივნისი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩვენი 300-კაციანი კომპანიიდან, უმეტესობა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია, -  განაცხადა რადიო ,,მოზაიკასთან“ შპს ,,იბოლიას“ დირექტორმა გოდერძი მიქავამ.

მისი განმარტებით, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და თვის ბოლომდე ხელმომწერების რიცხვი კიდევ გაიზრდება. 

,,ზუსტად ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რამდენი ხელმოწერაა შეგროვებული, თუმცა გიტასტურებთ იმას, რომ ჩვენი კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია. თუ საჭიროა, ხელმოწერებით გამოხატავენ ამ პოზიციას და თუ საჭირო გახდა გამოვლენ კიდეც“, - ამბობს გოდერძი მიქავა.

,,მოზაიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია "იბოლიას" ყოფილ ხელმძღვანელთან, დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთანაც გადაამოწმა. პარლამენტარმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ხელმოწერები სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით გროვდება, მოგვიანებით კი დაამატა, რომ პროცესი სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვასაც ეხება. მაკრახიძე ვარაუდობს, რომ გორში დაახლოებით 15 000 ხელმოწერა შეგროვდება.

შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძემ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ კომპანიაში კუთვნილი 40% სამართავად სხვას გადააბარა. 15-15%-იანი წილი კი მის შვილებს ოფელია და მარიანა მაკრახიძეებს ისევ ეკუთვნით.

Read 3462 times Last modified on Last modified on ივნისი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი