კოვზიაშვილი: საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლები კი არ გავათავისუფლეთ, შტატები შევამცირეთ

ივნისი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილი თქმით, საბავშვო ბაღებში შტატების შემცირება მოხდა და არა თანამშრომელთა გათავისუფლება.

 ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მხოლოდ ის შტატები გაუქმდა, რომლებიც ყველა ბაღში არ იყო დაშვებული. 

„გაერთიანების შემდეგ მივიღეთ ასეთი სურათი: ზოგიერთ ბაღში გვქონდა ესა თუ ის შტატი, ზოგიერთში - არა. იმის გამო, რომ გაერთიანება მოხდა და ერთი ქუდის ქვეშ ყველა, ქალაქისა თუ რაიონის ბაღები გაერთიანდა, ამიტომ ერთნაირი საშტატო ნუსხა ჩამოუყალიბდა ყველას და ამის გამო მოხდა ეს შემცირებები“, - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.  


გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა მაშინ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობდა, რომ რეორგანიზაციის გამო საბავშვო ბაღის თანამშრომლები არ გათავისუფლდებოდნენ. 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტის 10 ა(ა)იპ - იდან, ერთ-ერთი მსხვილბიუჯეტიანი სკოლამდელი აღზრდის მართვის სააგენტოა. მისი დაფინანსება 5, 853, 700 ლარს შეადგენს.

Read 753 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი