სტერეოტიპების რღვების კამპანია - სტრატეგიის შესამუშავებლად გორში შეხვედრა მოეწყო

ივნისი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს გორში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეებმა სტერეოტიპების რღვების კამპანიისთვის, სტრატეგიის შემუშავების მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანზიებით, სამუშაო შეხვედრა გორის საინფორმაციო ცენტრში მოეწყო. 

 

,,ჩვენ დავიწყეთ დიდი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოჩენა და შემდგომში დარღვევა და ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის მიტანას. ამისათვის ჩვენ ვიქირავეთ კომპანია, რომელიც დაწერს კომუნიკაციის სტრატეგიას და სამ წლიან სამოქმედო გეგმას, რომელსაც შემდეგ ჩვენ განვახორცილებთ. ამისათვის ჩვენ მოვივლით რეგიონებს და შევხვდებიტ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომ უშუალოდ და გულწრფელად მოვისმინოთ რა პრობლემების წინაშე დგას საზოგადოება. გვინდა გავიგოთ, ისინი რას ფიქრობენ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხი უფრო კეთილგანწყობილი გახდეს როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმარტ და აქტიურად ცაერთოს სამოქალაქო საზოგადოების შენებაში“, - განაცხადა თემურ ჯალიაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტის წარმომადეგენელმა. 

ორგანიზაცია მსგავსი სახის შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს. მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით კი, "ელიოტ ვებერი" სტერეოტიპების რღვევისთვის სტრატეგიას შეიმუშავებს. 

Read 756 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი