ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვრის დემარკაციის „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას“ ქმნის

ივნისი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტში „რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის“ შექმნა სურთ.- ამ ინფორმაციას 
სააგენტო „რესი“ ავრცელებს.  ამის მიზეზად ზნაურის რაიონში მდებარე,  წნელისის ხეობის მოსახლეობის მიმართვა სახელდება. სააგენტო წერს, რომ ადგილობრივები აღშთოფებულები არიან დემარკაციის შედეგად, სოფელ წნელისის ნაწილის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრებს“ მიღმა დარჩენით.



„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, განხილვას ესწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე. კომიტეტმა გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“, - აცხადებს ე.წ. ვიცე-სპიკერმა რუსლან თედეევი.

დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის, პეტრ გასიევის განცხადებით, ეს საკითხი სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.

„საკმაოდ მწვავე საკითხია. მე ვნახე რუკები, სადაც ჩვენი ტერიტორიებია მონიშნული და იქ ნამდვილად უწესობა ხდება. ჩვენი ტერიტორიების სიმცირის გათვალისწინებით, თითოეულ კილომეტრს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს. საქმე ასევე ეხება სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს, რომლებიც „სასწაულებრივად“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, არც ძველი რუკებისა და დოკუმენტების მიხედვით, ეს ქართული ტერიტორია არაა“, - აღნიშნა გასიევმა.

Read 888 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი