Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 18:59

საქართველოში იძულებით გადაადგილებული 263 000 პირი ცხოვრობს

Rate this item
(0 votes)

20 ივნისს მსოფლიოში დევნილთა დღე აღინიშნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტების შედეგად, საკუთარი საცხოვრებლიდან გადაადგილებული ადამიანების რიცხვი ამჟამად ყველაზე მაღალია ისტორიის განმავლობაში – პლანეტაზე ყოველი 113-ე ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული.

სააგენტომ დაადგინა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის მსოლფიოში 65.3 მლნ ადამიანი იყო ლტოლვილი, დევნილი ან თავშესაფრის მაძიებელი. ბოლო წლების განმავლობაში ეს რიცხვი უფრო გაიზარდა.

საქართველოში დანიის ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული 263 000 პირია.

Read 1282 times Last modified on ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 19:02