გორში რვა სკვერის რეაბილტაცია მიმდინარეობს
გორში, რამდენიმე ქუჩაზე, ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში სკვერები ეწყობა.
წმინდაწყლის დასახლებაში, (ვოლოგდა - 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების რეაბილიტაციის მიზნით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
,,ხელშეკრულებების მიხედვით, სამი სკვერის (ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე) კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერისა (ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე) ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა), სტალინის №5-ისა და სუხიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და ეწყობა მწვანე საფარი", - განმარტავენ მერიაში.
პრესსამსახურის ცნობით, სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 136 028 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა