ციხელაშვილი: არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე განცხადებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

ივნისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ე.წ. კომისია შექმნა და სოფელ წნელისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმს ამის არც სამართლებრივი და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია და აღნიშნული პროვოკაციულ განცხადებად უნდა შეფასდეს.

„განცხადებას, რომელიც გაკეთდა არარსებული საზღვრის ეგრეთ წოდებულ დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ ამას სხვაგვარად ვერ განვიხილავთ, თუ არა პროვოკაციულ განცხადებას“,  – აღნიშნა ციხელაშვილმა.

Read 1062 times Last modified on Last modified on ივნისი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი