Print this page

ზალკალიანი: ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა

ივნისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნას და სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს.

"ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ჩვენი დელეგაცია რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხს თანათავმჯდომარეებს აწვდის და ძალიან მკაფიოდ და მწვავედ განიხილავენ ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არც ერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ზალჟალიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრის და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა.

Read 935 times