ოკუპირებულ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობა აუკრძალეს

ივნისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობისა და ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება შეუზღუდეს.

ინფორმაციას ადასტურებენ ამ სექტორში მომუშავეები. მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ, მოსახლეობა ამ ქმედებით  ჩარჩოში მოაქცია.

 
,,ურთიერთობები დაკონსერვებულია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპულ ფონდების წარმომადგენლებს არ უშვებენ საერთოდ და ამან ჩაკეტა იქაური ადამიანები. წინსვლა იყო სახალხო დიპლომატიაში, ვხვდებოდით ნეიტრალურ ქვეყნებში და კარგი შედეგები იყო ამ მუშაობის და ახლა შეჩერდა ყველაფერი. ვეღარ გამოდიან კონტაქტზე, ეშინიათ“, - ამბობს ლალი ბეჟანიშვილი.

Read 1148 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი