თამარ მეარაყიშვილი: ჩემზე არავინ ზრუნავს, ვისაც ამისი ვალდებულება აკისრია
ახალგორელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი განცხადებას ავცრცელებს.
"3 ბრალდება მაქვს ოფიციალურად წაყენებული. სამივე სისხლის სამართლის საქმეებია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 1 წელი თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. დღეს პროკურატურამ მე ბრალდებულად და 4 ადამიანი დაზარალებულად გამოგვაცხადა. ამ ადამიანებიდან არცერთის გვარი არ მიხსენებია არსად, თუმცა ისინი თვლიან და პროკურატურა ემხრობა, რომ მე სწორედ მათ ვგულისხმობდი. რა ვთქვა, წინ დიდი ბრძოლა მაქვს. აი, ასეთ ადამიანებს უნდა ვუმტკიცო რომ არ ვარ აქლემი და პარალელურად ფაქტიურად ტყვეობაში მყოფმა ადამიანმა უნდა ვიზრუნო ადვოკატზე, გზის ხარჯებზე, საჭმელზე, სასმელზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, მედიკამენტზე... ამის პარალელურად კი უნდა შევინარჩუნო მხნეობა, მინიმუმ ამ სივრცეში მაინც, სახლშიც - ამაზე ჩემი მშობლების ოპტიმიზმია დამოკიდებული. დავამატებ - ჩემზე არავინ ზრუნავს და ფიქრობს, ვისაც ამისი ვალდებულება აკისრია და გადავწყვიტე დღეიდან აქ ვიბოდიშო", - წერს თამარ მეარაყაშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა