Print this page

"დამოუკიდებლობის" მეათე წლისთავზე ცხინვალში რუსეთის პატრიარქს ელოდებიან

ივნისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების მეათე წლისთავის აღსანიშნად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ რამდენიმე ქვეყნის და სეპარატისტული რეჟიმის ლიდერები მიიწვია. 

ე.წ. პრეზიდენტის პრეს - სპიკერის, დიანა გასიევას განცხადებით, მოსაწვევები მიიღეს რუსეთის, ვენესუელას, სირიის და ნიკარაგუას პრეზიდენტებმა. გარდა ამისა, ასევე დაპატიჟეს ოკუპირებული აფხაზეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები. 

ცხინვალში ასევე ელოდებიან სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს. 

მიპატიჟების მოწვევა გაუგზავნეს ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს მილორად დოდიკს

ამასთანავე, ცხინვალში მიწვეული არიან რუსეთის ფედერაციის გუბერნატორები, მინისტრები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები

Read 1011 times Last modified on Last modified on ივნისი 22 2018