უცხოელმა მოხალისეებმა გორელ ახალგაზრდებთან დევნილთა თემებზე ისაუბრეს

ივნისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ჩატარდა.

უცხოელმა მოხალისეებმა, რომლებიც ორგანიზაცია „ქართლოსში“ EVS -ის პროგრამით იმყოფებიან, ადგილობრივ ახალგაზრდებს კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანების ყოფა - ცხოვრება რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე გააცნეს. 

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთსა და შინდისის თემში მცხოვრები მოსწავლეები დაესწრნენ.

ღონისძებაზე სირიაში არსებული ვითარებაზეც იმსჯელეს და ამ ქვეყნიდან წამოსული ადამიანების სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლების შემთხვევები მიმოიხილეს.

უცხოელი მოხალისეები „ქართლოსის“ ოფისში შეკრებილ ახალგაზრდებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დევნილი ადამიანების სტატისტიკაზე 2 საათის განმავლობაში საუბრობდნენ, შემდეგ კი მათ კითხვებს პასუხობდნენ. აქცენტი გაკეთდა ასევე მიგრანტების თემაზეც.

Read 747 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი