კარალეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ

ივნისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კარალეთის დასახლებაში მცხოვრები დევნილები არიან შეკრებილნი. მათ დღეს უფასო სკრინინგ პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უტარდებათ.

ჰოსპიტალის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადასინჯვები ყოველ პარასკევს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ, 400-ზე მეტ, 16-დან 60 წლამდე ასაკის დევნილს გაეწევა სამედიცინო მომსახურება. 

უფასო სკრინინგ პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დომდე, პროგრამით 60 წელს გადაცილებულმა, 579-მა დევნილმა ისარგებლა. 

Read 974 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი