Back to Top
პარასკევი, 22 ივნისი 2018 14:13

ახალგორში საზაფხულო ბანაკის გახსნას გეგმავენ

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ახალგორში საზაფხულო ბანაკის გახსნას აპირებს, ახალგაზრდებისა და მოზარდების დასასვენებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.


ვებ-პორტალის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ ხაჩიროვმა გააკეთა.

,,ბანაკი განთავსდება სკოლის ბაზაზე, რომელიც მდებარეობს ძმაგიგომის ხეობაში. ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საშუალება გვექნება ერთ მონაკვეთზე 60 ადამიანი მოვათავსოთ. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები გაეცნობიან ერთმანეთს, დაამყარებენ კომუნიკაციას, ერთად დაისვენებენ და ექნებათ დამეგობრების საფუძველი", - განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.

Read 1232 times Last modified on პარასკევი, 22 ივნისი 2018 15:05