Print this page

ოკუპანტებმა სოფელ მერეთის მკვიდრი დააკავეს

ივნისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის განმეორებით დარღვევისთვის“ დააკავეს.

ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება.

მათი ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ მერეთის მკვიდრი, 22 წლის გიორგი გორგიშელი 20 ივნისს სოფელ ქსუისის მახლობლად დააკავეს.

"ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გორგიშელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - ნათქვამია განცხადებაში.

Read 1231 times