გორში ავარია მოხდა - პოლიციამ ერთ-ერთი მგზავრი დააკავა
ავარია მოხდა გორში, სტალინის ქუჩაზე.
ერთმანეთს მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ ავტომობილში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრები ისხდნენ. მათგან ერთ-ერთმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელებმა ის დააკვეს და გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.