გორელმა მოჭიდავეებმა 11 ოქროს მედალი მოიპოვეს

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

22–24 ივნისს ონში ჩატარდა ალექსანდრე მაისურაძის და გიორგი სხირტლაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის მოჭიდავეებს შორის. 

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების და აზერბაიჯანის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. 

ტურნირზე წარმატებით იასპარეზა გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა, რომელმაც ორივე ასაკობრივ კატეგორიაში 11 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

2007–2008 წწ დაბადებულთა შორის: 

I ადგილი – გიორგი მაისურაძე (26 კგ), ნიკოლოზ მაისურაძე (38), საბა ჭულუხაძე (41), კონსტანტინე პეტრიაშვილი (44), დავით ნასყიდაშვილი (48);
II ადგილი - გიორგი წურიაშვილი (29);
III ადგილი დავით პაპუკიშვილი (30), გუგა ქოთუაშვილი (32), გოგა ოთინაშვილი (35), ლუკა ვარდოსანიძე (48);

 2009–2010 წწ დაბადებულთა შორის: 

I ადგილი – თეიმურაზ თუთარაშვილი (23 კგ), გოგა კოპაძე (29), რატი რევაზიშვილი (32), საბა პაპაშვილი (35), იაზონ ჯიოშვილი (38), დავით ყურთულაშვილი (42);
III ადგილი - დავით თედიაშვილი (23), დავით ყაყიტაშვილი (26); 
მწვრთნელები: არჩილ ბარამიძე, გიგლა მაყიშვილი, არკადი ხინჩიკაშვილი
მედლების რაოდენობით სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდი საუკეთესო იყო ტურნირზე. 

Read 2637 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი