დავით რაზმაძე: ძროხები საკრებულოსთან სავარაუდოდ ოპონენტებმა გამოუშვეს

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე ვარაუდობს, რომ გუშინ, ქალაქის ცენტრში, საკრებულოს შენობასთან ძროხები ოპონენტებმა სპეციალურად მიიყვანეს.

რაზმაძეს თქმით, გორის მერიას ძროხების პატრონების დაჯარიმება არ შეუძლია, რადგან დადგენილების მიხედვით, მერიას ჯარიმების გამოწერის უფლება შეუჩერდა. 

"მე კონკრეტული პიროვნებას ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს ძროხები სპეციალურად შემოიყვანეს ოპონენტებმა.მართალია,  ჩვენ მიღებული გვაქვს შესაბამისი რეგულაციები, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ჯარიმების დაწესება, მაგრამ სამთავრობო ზედამხედველობის სამსახურმა დროებით შეგვიჩერა ამის უფლება. ერთადერთი, რაც შეგვიძილია ასეთ მომენტში, ხელი მოვკიდოთ და გავიყვანოთ ტერიტორიიდან“, - ამბობს დავით რაზმაძე. 


გუშინ, გორში, სტალინის ბაღში ძროხების გამოჩენამ მოსახლეობის ნაწილი გააღიზიანა. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს 

Read 3353 times Last modified on Last modified on ივნისი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი