ეკატერინე სუხიშვილი: თუ მძღოლები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, საგზაო ნიშანი ვერ უშველით

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილის ეკა სუხიშვილის თქმით, თამარ მეფისა და ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთაზე შეჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნის დაყენება გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს.

მისი განმარტებით, მერიამ საპატრულო პოლიციის სამსახურს მოთხოვნა უკვე გაუგზავნა და ნებართვის მიღების შემთხვევაში აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი დამონტაჟდება. თუმცა სუხიშვილს მიაჩნია, რომ თუკი მძღოლები თავად არ გამოიჩენენ სიფრთხილეს, მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი ვითარებას ვერ გამოასწორებს: 

„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე საპატრულოსთან არის გაგზავნილი შესაბამისი მოთხოვნა შუქნიშნის დაყენებაზე და ველოდებით პასუხს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირი სიამოვნებაა და ბევრი ნებართვა სჭირდება. მაგ მონაკვეთზე, დგას შემაჩერებელი ნიშანი და ვფიქრობ, რომ მანდ ვერც ზებრა, ვერც "მწოლიარე პოლიციელი" და ვერც შუქნიშანი საქმეს ვერ უშველის, თუ მძღოლებს არ ექნებათ სურვილი, წესრიგი დაიცვან“, - განაცხადა მერის მოადგილემ

თამარ მეფისა დ ძმები რომელაშვილების ქუჩების კვეთაზე ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები. ამ მონაკვეთზე ბოლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა.

Read 1392 times Last modified on Last modified on ივნისი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი