საზაფხულო არდადეგებზე გორში 3 საბავშვო ბაღი იმუშავებს

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საზაფხულო ბაღები გორში უკვე შერჩეულია. ქალაქის ცენტრში, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებში არსებული სკოლამელი აღზრდის დაწესებულებები მიმდინარე წელს, 26 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს.

მანამდე კი ერთი თვის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში, მშობლებმა სააგენტოს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. ბღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში უპირატესობა დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს მიენიჭებათ.

,,რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 20-ივლისის შემდეგ უკვე აღარ მოხდება ბაშვის საბავშვო ბაღში მიღება. ამიტომ, მშობელს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება ზაფხულის არდადეგებზეც, უნდა იჩქაროს და დარეგისტრირდეს. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას, სამწუხაროდ ბაღები შეივსება და მეტის საშუალება აღარ გვექნება.“-ამბობს ლია კოვზიაშვილი.

Read 1634 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი