ენმ: "ქართული ოცნება" ძროხებშიც კი პარტიულობას ხედავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვასილისა ჯაბახიძე საკრებულოს თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც რაზმაძის ვარაუდით, საკრებულოს შენობასთან ძროხები ოპონენტებმა მიზანმიმართულად მიიყვანეს.
საკრებულოს დეპუტატი რაზმაძის მოსაზრებას არასერიოზულს უწოდებს.
„ბატონი დავით რაზმაძე ძროხებშიც კი პარტიულობას ხედავს. აქედან ჩანს „ქართული ოცნების“ ლოგიკა და აზროვნება. უბრალოდ, სასაცილოა მისი კომენტარი. იმის მაგივრად, რომ აღიარონ ის ლაფსუსები, რაც არის თვითმმართველობაში, ასევე კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში და იმ სამსახურებში, რომლებსაც გორის ინფრასტრუქტურაზე და კეთილმოწყობაზე ზრუნვა ევალებათ, ამბობენ რომ თურმე ოპონენტებს შეეძლოთ ძროხები მიეყვანათ საკრებულოსთან", - ამბობს ჯაბახიძე
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა