გორში წამების მსხვერპლთა დახმარების საჭიროებაზე იმსჯელეს

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მოეწყო გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. 


წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო - სარეაბილიტაციო ცენტრი- ს (GCRT)ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, წამების მსხვერპლთა დახმარების საჭიროებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს გზები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წამების მსხვერპლთა დასახმარებლად და სამომავლოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 


შეხვედრას სამედიცინო სფეროს, მერიის, საკრებულოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Read 824 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი