დევნილთა სამინისტრო უქმდება

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები 3 უწყებაზე გადანაწილდება:

 
ადგილნაცვალი პირების განსახლების ფუნქციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს, მიგრაციის კომპონენტს კი შსს;

სოციალური მიმართულების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს დაეკისრება.

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა სოზარ სუბარი. დევნილთა ამჟამინდელი მინისტრის აზრით, არცერთი ფუნქცია და არც ერთი საქმე, რომელსაც გაუქმებული სამინისტროები ასრულებდნენ, არ დაიკარგება.

,,როდესაც ვლაპარაკობთ დევნილთა სამინისტროზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველა ის ფუნქცია, რომელიც ამ სამინისტროშია, არ დაკარგულიყო და არ დაკარგულიყო სახელი, იმიტომ, რომ ამ სახელთან ძალიან ბევრი რამ არის დაკავშირებული, კონკრეტულად, იმ ვითარების ხაზგასმა, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. შესაბამისად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქნება ასახული ის ფუნქცია, რომელიც დევნილთა სოციალურ დახმარებებს ეხება. დევნილთა სოციალური დახმარების ძირითადი ნაწილი აქამდეც ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში ხორციელდება. ის 143 მილიონი ლარი, რომელსაც დევნილები ყოველთვიური დახმარების სახით იღებდნენ, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროდან გადიოდა და ბუნებრივია, რომ ეს კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა ბინების განაწილების ფუნქციის ჩათვლით. მშენებლობა გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რადგან დევნილთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ბუნებრივია, ეს კომპონენტი უნდა წასულიყო იქ სადაც, უფრო მეტად ადეკვატური იქნებოდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

Read 1157 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი