საქართველო დღეს - გორში მაისის მოვლენები განიხილეს

ივნისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გორის დემოკრატის სკოლაში იმსჯელეს. 

საქართველო დღეს -ასე ერქვა დისკუსიას, რომელსაც მოდერატორობას გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ზაზა ჭიპაშვილი უწევდა. მომხსენებლები კი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, ქეთი ბებიაშვილი, გვანცა დოლუაშვილი და გოგა აფციაური იყვნენ. სამივე მათგანს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვშირებით საკუთარი პოზიცია ჰქონდა. 

,,საზოგადოების ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე, რასაც დედაქალაქის ღამის კლუბებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები და შედეგად კლუბების დახურვა დაედო საფუძვლად; დისკუსიაზე განიხილეს კამპანია #ნუმომკლავ, რომლის იდეაც სამართლიანობის აღდგენა და მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური ცვლილებების გატარებაა; თბილისის მეტროს თანამშრომლების გაფიცვა ღირსეული სამუშაო პირობებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით, რომელსაც პირდაპირი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ხაზი გაუსვა დასაქმებულთა ძალას მათი უფლებების დაცვის კუთხით, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა ერთად აღებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომით დასრულდა, ერთგვარად ახალ რეალობას ქმნის საქართველოში.ყველა საპროტესტო გამოსვლა ინდივიდუალურია, თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის გამოსვლები ქმნის ახალ რეალობას ქვეყანაში და ცვლილებებზე მიგვანიშნებს", -აღნიშნა დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა ზაზა ჭიპაშვილმა. 

რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, როგორია ამ პროცესებში მთავარი აქტორების - ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების როლი? მიანიშნებს თუ არა ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდაზე და ოპოზიციური პარტიების როლის ცვლაზე? რა ტიპის გაგრძელება/დასასრული შეიძლება ჰქონდეს მსგავს გამოსვლებს და როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე? - სწორედ ამ კითხვებმა გამოიწვია გამართულ შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა, რასაც დისკუსია მოჰყვა. 

Read 465 times Last modified on Last modified on ივნისი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი