საპროტესტო აქცია ქალაქის ცენტრში - მიმდინარეობა და შედეგები

იანვარი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

 

„საქგორგაზის“ აბონენტებმა დაკისრებული დავალიანების ჩამოჭრის მოთხოვნით, დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი თავდაპირველად, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ამ ფორმით შეეცადნენ. შეკრებიდან მალევე მათთან  საკრებულოს თავმჯდომარე   მივიდა და სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

1„წავიდეთ მერიაში და ის ქმედითი ღონისძიებები , რაც გაკეთებულია და რასაც აპირებს კიდევ მერია, მოისმინეთ და მერე თქვენ მოახსენოთ საზოგადოებას. თუ გნებავთ სამუშაო გარემო, მიტინგები და ასეთი რაღაცეები არაა საჭირო," - უთხრა დავით რაზმაძემ აქციის მონაწილეებს, თუმცა მათგან კატეგორიული უარი მიიღო. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილს ყველა ერთად მიეღო. წინადადებას ქალაქის პირველი პირი დათანხმდა და ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა ფერაძის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობისკენ გადაინაცვლეს. "საქგორგაზის" უკმაყოფილო მომხმარებლები კონსტანტინე თავზარაშვილს, პირდაპირი დიალოგის რეჯიმში, საკუთარ მოთხოვნებს ერთი საათის განმავლობაში აცნობდნენ.

„მე არ გავიზიარებ იმ აზრს, რომ დავწეროთ განცხადებები. იმათ რა ეშველებათ? ვინც არ დაწერს", - ამბობდა აქციია მონაწილეთა ნაწილი. 

"ენერგოომბუდსმენთან შეხვედრა არ იყო წარმატებული, რადგან მას არ ჰქონდა მკაფიო, მკვეთრი და ხისტი განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა იგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეალურად ისინი დაგვპირდნენ მხოლოდ იმას, რომ შეამოწმებენ მრიცხველებს. მრიცხველების შემოწმება კი ამჯერად არანაირ შედეგს არ მოიტანს", - აღნიშნავდნენ ისინი. 

"ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ რომ ჩვენს გვედრით დადგნენ. სიტყვიერად კი ამბობენ, მაგრამ გვაჩვენონ, რას გააკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - ისმოდა შეხვედრისას. 

2

გორის მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ  კომპანია სოკარს თხოვნით მიმართავს, რათა გამოძიების დასრულებამდე  გადასახადის გადავადება უზრუნველყოს.  ის მოქალაქეებს ასევე უშუამდგომლებს, რომ სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ, კომპანიის გამართლების შემთხვევაში ხალხს ჯარიმის სახით 35 ლარის გადახდა აღარ მოუწიოს.

"ჩვენ ასეთი ინფორმაცია მივიღეთ სოკარისაგან რომ თუ დაწერენ განცხადებას, ჩვენ არ ჩავუჭრით გაზს და გადასახადი იქნება შემდეგისათვის გადატანილი. ამას კიდევ ერთხელ მოვიკითხავ, თუ რანაირად კეთდება და საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში", - თქვა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მომხრეა, რომ საკითხი სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს.

"აქ არის როგორც მომხმარებლის ინტერესების დარღვევა, ისე საეჭვო ვითარებები. როცა ეს არის მასიური, ამას უკვე უნდა მიეცეს სამართალდამცავებისაგან შესაბამისი შეფასება და შესწავლა უნდა მოხდეს მათ მიერ", - აღნიშნა მან. 

გორის მერის ინფორმაციით,   სოკარის   ბაზაზე უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აბონენტების საკითხს სწავლობს. საქმით დაინტერესებულია სემეკი და ენერგოომბუცმენიც, თუმცა მოქალაქეების გადაწყვეტილებით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, მზადდება საჩივარი, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან დაიწყება. ამის შემდეგ კი დაზარალებული აბნონენტები პროკურატურას მიმართავენ.

Read 1413 times Last modified on Last modified on იანვარი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი