მორიგი 3 ქულა - "დილამ" გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვა

ივნისი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გორის "დილამ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა.

უხვგოლიანი და დაძაბული მატჩი გორელების გამარჯვებით, ანგარიშით 3 - 2 დასრულდა. პირველი ტაიმი "ლოკომოტივმა" გავაშელიშვილის გოლით მოიგო. გორელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. 58 - ე წუთზე თავი კოვტალიუკმა გამოიჩინა. გავაშელიშვილმა 61-ე წუთზე "ლოკომოტივი" კიდევ ეღთხელ დააწინაურა, თუმცა მის გოლს ჯერ ლეანდრომ უპაუხა, შემდეგ კი, მატჩის უკანასკნელ წუთზე, კოვტალიუკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

გორის "დილას" 18 ჩატარებული ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება

Read 622 times Last modified on Last modified on ივნისი 28 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი