mukilurji640X90

დევნილთა კორპუსებში შეჭრილი ოჯახით სამინისტრო დაინტერესდა

ივნისი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იძულებით გადაადგილებულ ქეთევან ღამბაშიძის ოჯახს, რომელიც გორში, ანწუხლიძის ქუჩაზე აშენებულ დევნილთა საცხოვრებელში თვითნებურად იყო შეჭრილი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

რადიო ,,მოზაიკას“ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა. უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღამბაშიძის ოჯახი, რომელიც სოფლ შაუმიანში ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში ყოველგვარ პირობას მოკლებული ცხოვრობდა, იმ ადამიანების სიაში ვერ მოხვდა, ვისაც სუბარის უწყება, საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებდა. ქეთევან ღამბაშიძემ სამინისტროს წარმომადგენლებს შაუმიანში, საცხოვრებელი პირობები ადგილზე აჩვენა.  ქეთევან ღამბაშიძე ამ დრომდე ისევ დევნილებისათვის აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.

,,ეს ადამიანები, იძულებულები გახდნენ თვითნებურად შეჭრილიყვნენ ახლადაშენებულ ბინებში. ქეთევან ღამბაშიძემ გვითხრა, რომ ამ ფორმით, სამინისტროს ყურადღების მიქცევა სცადა. მათ ადვოკატირებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს“, - გვითხრა ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის კოორდინატორმა ლადო ბიჭაშვილმა.

Read 634 times Last modified on Last modified on ივნისი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი