Back to Top
ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 17:23

2012 - 2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწავლებლად14 სტუდენტი და 560 მოსწავლე გადმოვიდა

Rate this item
(0 votes)

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოზარდებისა და ახალგაზრდების რიცხვი თანდათან იზრდება", - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა მიაწოდა.

სოსო ცოტნიაშვილის განმარტებით, ​ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ახორციელებს, რაც საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვისაა აუცილებელი. ასეთ  შემთხვევაში, სწავლების დაფინსებას, ასევე ოსურ ენაზე ზოგადი უნარების ტესტით ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვას და შემდგომ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას, სრული დაფინანსებით ​სახელმწიფო უზრუნველყოფს.

 

cxil dok

ცოტნიაშვილის ინფორმაციით, სკოლებში 2012-2017 წლამდე სულ  560 მოსწავლე ჩაირიცხა. აქედან, დამამთავრებელ კლასში სწავლა  71-მა მათგანმა გააგრძელა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი- 14-მა სტუდენტმა მოიპოვა.

Read 1190 times