წინასაახალწლოდ პრემია საკრებულოს 30-მა თანამშრომელმა მიიღო

იანვარი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიას არც საკრებულო ჩამორჩა და ხელფასთან ერთად, წინასაახალწლოდ პრემიები აქაც აიღეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

დავით რაზმაძის განმარტებით, დანამატი საკრებულოს აპარატის 19-მა თანამშრომელმა და 11-მა თანამდებობის პირმა აიღო. თანხებს არ აკონკრეტებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი, თუმცა დაგვპირდა, რომ უწყება დღის ბოლომდე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. ცვლილებაა საშტატო ნუსხაშიც, - ორი მუნიციპალიტეტის შერწყმის პირობებში, შეიკვეცა თანამშრომელთა რაოდენობაც და საკრებულოს 40 დეპუტატის გარდა, ადმინისტრაციულ შენობაშ კიდევ 23 თანამშრომელი მუშაობს.

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს უფლება-მოსილება ძალაში შევიდა, ხუთი ან ექვსი საკრებულოს სხდომა ჩატარდა. ჩავხოცეთ ხალხი, 24 საათიან რეჟიმში ვამუშავეთ და ამიტომ ამ პრემიებით წავახალისეთ", - გვითხრა რაზმაძემ.

 

Read 1430 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი