Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 29 ივნისი 2018 15:01

საკრებულოს თავმჯდომარე: გორში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი ძაღლების საკითხია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი ძაღლების საკითხია.

NDI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, დავით რაზმაძემ ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დროულად და უმტკივნეულოდ მოხდეს. როგორც რაზმაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, ეს პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.

„ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრობლემის სათანადოდ გადაწყვეტა, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაში ერთნაირად უნდა ჩაერთოს ხელისუფლებაც და სამოქალაქო საზოგადოებაც, სხვათაშორის, ამ პრობლემის გადაჭრაში აქტიურადაა ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლებაც. მე, პირადად ძალიან მიყვარს ძაღლები და წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალისმიერი მეთოდით ამ პრობლემის მოგვარებისა“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ

Read 1482 times Last modified on პარასკევი, 29 ივნისი 2018 15:10