სოფელ ქერეში გამართული აქცია მერიასთან შეთანხმებით დასრულდა

ივნისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნას მოიცავდა.

ყველაზე მთავარ პრობლემად შეკრებილი მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ასახელებდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მერის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდა, რომელიც დასახელებული საკითხების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივებს შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.

,,სოფელ ქერეში დღეს შევხვდით სოფლის მოსახლეობას. მათ ჰქონდათ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა შორის მთავარი მაინც იყო მაღალმთლიანი სოფლის სტატუსის მინიჭების თემა. ამაზე ჩვენ გუბერნიის მეშვეობით შუამავლობა უკვე დაყენებული გვქონდა მაღალმთიან საბჭოში, რომელიც ამ სტატუსს ანიჭებს სოფლებს და იღებს გადაწყვეტილებებს. ქერეს თავის დროზე მარალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, კონკრეტული კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო. კონკრეტულად კი 3 კომპონენტიდნ მხოლოდ ერთს აკმაყოფილებდა. ეს იყო პერიფერიულობა. სოფელი შუამდომლობას გვთხოვს, ბუნებრივია ჩვენ დავთანხმდით. თუმცა ამ თემას განვიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ მაღალმთიან საბჭოში“-განმარტა გელა კაპანაძემ.

აქციაზე საბავო ბაღისა და სკოლასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული საკითხებიც გაჟღერდა. ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება, პრობლემების ნაწილს კი გარკვეული პროცედურების გავლის აუცილებლობის გამო გარკვეული დრო დასჭირდება.

Read 327 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი