Back to Top
პარასკევი, 29 ივნისი 2018 16:11

მთავრობამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შენიშვნა 5 საკითხზე მისცა

Rate this item
(0 votes)

მთავრობის კანცელარიამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შენიშვნა 5 საკითხზე მისცა.

"ჩვენ მივიღეთ შენიშვნები, რომელთა ჩასწორებისთვისაც გვქონდა ვადა. ჩვენ ამ ვადაში ჩავასწორეთ საჭირო დოკუმენტაცია და გავმართეთ ისინი ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით", - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მთავრობისგან შენიშვნა შემდეგ 5 ნორმატიულ აქტზე მიიღო:

1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის ნებართვასთან დაკავშირებით მომზადებული განკარგულების პროექტი.
2. გარე რეკლამის შემოღების საკითხის დადგენილების პროექტი.
3. გარევაჭრობის რეგულირების წესში ცვლილების შეტანის დადგენილების პროქტი.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ დადგენილების პროექტი.
5. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტრანსპორტის პარკირების რეგულირებისა და საფასურის შესახებ მომზადებული ცვლილება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, გორის საკრებულოში საგანგებოდ ჩაინიშნა რიგგარეშე სხდომა და აღნიშნული განკარგულების პროექტები სახეცვლილებით დამტკიცდა.

Read 1378 times