საკრებულოს დეპუტატი: ხელისუფლების შეცდომების გამო, ხალხის ფული იფლანგება

ივნისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ხელისუფლების შეცდომების გამო, ხალხის ფული იფლანგება", - განაცხადა საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სესიის დასრულებისას დეპუტატმა, ვასილისა ჯაბახიძემ. 

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ სახეცვლილებით ის ნორმატიული აქტები დაამტკიცა, რომლებზეც მთავრობისგან შენიშვნა მიიღო. 

,,არაკომპეტენტურობის გამო, როგორც მერიაში, ისე საკრებულოში, ერთიდაიგივე საკითხზე სამჯერ იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც ნორმატიული აქტის დადგენილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეზე, იქ გამოქვეყნების შემდეგ შედის გადაწყვეტილება ძალაში. ბიუჯეტიდან თითო ფურცელში ვიხდით 20 ლარს. იმის გამო კი, რომ ერთიდაიგივე საკითხი სამჯერ დაამტკიცეს და აიტვირთეს აღნიშნულ საიტზე, ხარვეზის გამო, ბიუჯტიდან იფლანგება თანხები“.

ოპოზიციონერი დეპუტატის გამოთვლით, 26 გვერდიან, 5 დახარვეზებული დოკუმენტის ატვირთვაში ბიუჯეტიდან, კიდევ 390 ლარამდე დაიხარჯება. 

აღნიშნულ საკითხზე განმარტება საკრებულოს აპარატის უფროსმაც გააკეთა. ზაზა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო მაცნესთან მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 1-დან 11 გვერდამდე მასალის ატვირთვის შემთხვევაში, გვერდი 20 ლარი ღირს; 11-დან 50-მდე ატვირთვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი გვერდზე 15 ლარს იხდის, ხოლო 50-დან ზევით - 10 ლარს.

 

Read 958 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი