საკრებულოს დეპუტატი სადგურის დასახლებაში ბაზრის გახსნის ინიციატივით გამოდის

ივნისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს დეპუტატი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ინიციატივით გამოდის.

ირმა ამბარდნიშვილს სურვილი აქვს, რომ სადგურის დასახლებაში სავაჭრო ცენტრი გაიხსნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც გასაყიდ საქონელს მატარებლით ან მიმდებარე სოფლებიდან ეზიდება.

ამბარდნიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას სთავაზობს დაწესდეს კვირაში ერთი დღე, როდესაც სოფლის მოსახლეობა საკუთარ პროდუქციას ჩამოიტანს და გაყიდის. ამისთვის კი, მათ შესაბამისი ადგილი გამოეყოფათ.

,,ბაზარზე ძირითადად ვაჭრები დგანან და გლეხებს არ აქვთ საშუალება საკუთარი პროდუქციის რეალიზების იმიტომ, რომ მას ადგილი არ აქვს და ვერ გაყიდის. ჩვენც პირველადი პირისგან შევიძენთ. ამიტომ აუცილებელია, კვირაში ერთი დღე დავაწესოთ და მივცეთ ფერმერებს საკუთარი, ნატურალური პროდუქტის გაყიდვის საშუალება. თან გვეცოდინება, რომ ამ დღეს ამა და ამ ადგილზე უნდა მივიდეთ და ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა შევიძინოთ. დროებითი ადგილი უნდა გამოინახოს, რაც შემდეგ აიშლება. საბერძნეთში მაგალითად ოთხშაბათი დღეა, სადაც ერთი ქუჩაა გადაკეტილი და იქ მხოლოდ გლხები მიდიან.მომხმარებელმა კი იცის იქ არ არის ვაჭარი და პირველი ხელიდან ყიდულობს, რაც უნდა. ასევე, ძალიან საჭიროა, რომ სადგურის დასახლებაში მოეწყოს ბაზარი და ავტოსადგურიც, ეს რკინიგზის ადგილია,საკვანძო და მტკვრის მეორე მხარის მოსახლეობა სოფლებში ეწვალებიან და პროდუქციას ესეც აძვირებს,რამდენიმე ტრანსპორტს იცვლიან ბაზრამდე მისასვლელად. ამიტომ ამ საკითხზც უნდა მოხდეს მუშაობა და მე მივმართავ ოფიციალურად ადგილობრივ თვითმმართველობას“, - გვითხრა ირმა ამბარდნიშვილმა.

ამბარდნიშვილის ინიციატივას იწონებს საკრებულოს თავმჯდომარეც. დავით რაზმაძის თქმით, საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა იქნება, თუმცა საკითხის გადაწყვეტაში საჭიროა ჩაერთოს მოსახლეობა და ბიზნესსექტორი.

Read 1880 times Last modified on Last modified on ივნისი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი