მაკრახიძე: არასოდეს დამიდია ფული ვინმეს მოგება-წაგებაზე, აზარტული არ ვარ

ივნისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,როდესაც სესიები არ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატს თვალს აქტიურად ვადევნებ" - ამბობს გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე.

,,ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხორვატიელებმა მართლა გამაგიჟეს. ძველი თამაშებისთვის არ მიყურებია, მაგრამ ბოლოს რაც ვნახე მართლაც მაგრად ითამაშეს, სამი თამაში მოიგეს პატარა ამბავი ხომ არ არის. მიუხედავად ამისა მგონია, რომ მაინც ბრაზილია გადავა. ფეხბურთი ბავშვობიდან მიტაცებდა. მე თვითონ ვთამაშობდი ხოლმე უბანში. ჭიდაობაზე, ფრენბურთზეც დავდიოდი ბავშვობაში. მაგრამ არასოდეს დამიდია ფული ვინმეს მოგება-წაგებაზე. აზარტული არ ვარ.“ 

კითხვაზე თუ რომელი ფეხბურთელი მოსწონს, მაკრახიძე ამბობს, რომ ზუსტი გვარების დასახელება არ შეუძლია. 
,,ფეხბურთელების კონკრეტული ვინაობა არ ვიცი, ზოგჯერ ჩემი გვარიც მავიწყდება ხოლმე“ -ამბობს დეპუტატი.

Read 911 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი