დე ფაქტო მილიციამ მარიხუანას ფლობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიციამ მარიხუანას არაკანონიერი ფლობისთვის ახალგორში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო შს სამინისტრო ავრცელებს.
„მილიციის თანამშრომლებმა Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლის ჩხრეკისას აღმოჩენილია გარკვეული ნივთიერება. ექსპერტთა დასკვნით, აღმოჩენილი ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა, რომლის წონა 3,95 გრამს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეს ახალგორის შს სამმართველო იკვლევს.
Latest from რადიო მოზაიკა
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
- სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა