Back to Top
კვირა, 01 ივლისი 2018 15:12

გორის რესურსცენტრს სექტემბრიდან ფსიქოლოგის შტატი დაემატება

Rate this item
(0 votes)

"სექტემბრიდან გორის რესურსცენტრს ფსიქოლოგიც ეყოლება", - განაცხადა გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "საუბრები".

 ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ამჟამად გორის რესურსცენტრში 6 ადამიანი მუშაობს, თუმცა უახლოეს დღეებში მათ იურისტიც დაემატებათ. 

"ამჟამად 6 ადამიანი მუშაობს ჩვენთან, თუმცა მალე იურისტიც დაგვემატება. მე რომ ამ თანამდებობაზე დამნიშნეს, იურისტის შესარჩევი კონკურსი უკვე დაწყებული იყო. საბუთების გადარჩევის შემდეგ, 11 აპლიკანტიდან დარჩა 2. ამ ორმა გაიარა ტესტირება. ორივემ გადალახა მინიმალური სავალდებულო ზღვარი და ახლა გასაუბრებას ელოდებიან. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩანიშნავს კომისია გასაუბრებას. სექტემბრიდან კი უკვე ფსიქოლოგის შტატიც დაგვემატება. მასაც კონკურსის გზით ავარჩევთ", - თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "საუბრები" რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეული გადაცემაა, რომლის სტუმარი და წამყვანი გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები არიან. 

Read 1884 times Last modified on კვირა, 01 ივლისი 2018 15:24